ავიაკომპანია Air France თბილისის მიმართულებით ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს

ავიაკომპანია Air France 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის 31 მარტიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
ფრენის განრიგი: ადგილობრივი დროის მიხედვით: AF1760: გაფრენა: პარიზ-შარლ დე გოლი 13:25, ჩაფრენა, თბილისი, 20:10; AF1761: გაფრენა: თბილისი, 9:00, ჩაფრენა: პარიზ-შარლ დე გოლი, 12:10. პარიზიდან ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას Airbus A320-ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები