თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ნადირაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზრის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები