Google-ის 22 წლის პროგრამისტი სამუშაო ადგილას გარდაცვლილი იპოვეს
Google-ის თანამშრომელი, სკოტ კრულჩიკი ოფისში, თავის სამუშაო ადგილას გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “CBS 2” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 წლის მამაკაცი კომპანიის ნიუ-იორკის ოფისში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.