ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლიდან ბოიკოტის რეჟიმშია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ახალ პრეზიდენტს 60%-იანი ლეგიტიმაცია აქვს და შესაბამისად, მისთვის ოპოზიციის ბრალდებები გაუგებარია.
„2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ყველა კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესს. საქართველოს ჰყავს 60%-იანი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ფაქტი. მალე საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შეუძლიათ ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები