გიორგი კაკაურიძე: „ომეგა ჯგუფი“ გადაიხდის თანხას და მიიღებს მარკებს, როგორც ეს მოხდა ოქტომბერში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე „ომეგა ჯგუფის“ წარმოების შეჩერების მიზეზს განმარტავს. როგორც მან აღნიშნა, კომპანია თანხას არ იხდის და შესაბამისად აქციზურ მარკებს ვერ იღებს. მისივე თქმით, როგორც კი ისინი შესაბამისი რაოდენობის თანხას გადაიხდიან, თამბაქოს წარმოებისთვის საჭირო მარკებს მიიღებენ.
„კონკრეტული ხელშეკრულებების დეტალებში ვერ შევალ, არ მაქვს სრული ინფორმაცია, თუმცა „ომეგასთან“ დაკავშირებით, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, გადაიხადოს რაც არის გადასახდელი, თუნდაც მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისი რაოდენობის აქციზურ მარკებს მიიღებენ. თანხას არ იხდის კომპანია და შესაბამისად ვერ იღებს მარკებს. გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს, როგორც ეს მოხდა ოქტომბერში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები