თამაზ გაიაშვილი ავიატორებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ულოცავს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი ავიატორებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ულოცავს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„საავიაციო დარგში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს ვულოცავ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს. სწორედ, მათი ყოველდღიური მუშაობის შედეგია, რომ საჰაერო ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება არის უსაფრთხო, ასევე, საიმედო და კომფორტული. მადლობას გიხდით თქვენი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის.
ძვირფასო ავიატორებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ავიაციის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!“,- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
ცნობისთვის, 7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. 1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ჩიკაგოს) კონვენციას და დაარსდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები