„ლალი მოროშკინას პრემიის სახით 27 ათას ლარზე მეტი აქვს აღებული“

   სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლალი მოროშკინას სახელფასო ამონაწერს აქვეყნებს. სად-ის წარმომადგენლის ავთანდილ ჟღენტის განცხდებით, მოროშკინა ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს პრემიები არ აუღია.
“ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ის ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ უარს ამბობდა სახელფასო დანამატზე და პრემიებზე. მას პრემია აქვს აღებული 27 ათასზე მეტი ლარი”, – აღნიშნა ჟღენტმა.
მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000-მდე ლარი აიღო და ასევე პრემიის სახით ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა.
“დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს”, – განაცხადა მოროშკინამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები