„მთავარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ იქნება ხელმომწერი“

   მთავარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ იქნება ხელმომწერი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ასოცირების ხელშეკრულების პირობათა დანერგვაში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლებაც, მნიშვნელოვანწილად პარლამენტიც, პრეზიდენტი, უპრიანი იქნება ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სახელმწიფოს მეთაურმა, ანუ პრეზიდენტმა.
“ამასთან, მე იმასაც გავუსვი ხაზი, რომ ამ თემაზე გამოდავებას არ ვაპირებ, შედგება კონსულტაციები და კონსესუსი, ჩემთვის მთავარია არა ხელმომწერი, არამედ ხელმოწერა. ეს ხელმოწერის ფაქტი არის ისტორიული, ის აუცილებლად უნდა შედგეს, და არანაირი სირთულე არმის განსახორციელებლად არ უნდა დადგეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა დელეგაციაში პრეზიდენტიც, რომელიც ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად გაიმართება, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის დეტალები, რომლებზეც კითხვები შემდგომში უნდა დაისვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები