“სააკაშვილმა სემენჩენკოს საქართველოში სამუშაოდ, გაწვრთნილი მებრძოლების რამდენიმე ჯგუფი სთხოვა”

უკრაინელი ბლოგერი ალიონა მონოვა სემენჩენკოს საქართველოში ჩამოსვლის და მანამდე მისი და სააკაშვილის პოლონეთში შეხვედრის შესახებ წერს.
მის მასალაში ნათქვამია, რომ ნოემბერში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის ბაზაზე “დონბასის” ყოფილი მეთაურის და სააკაშვილის შეხვედრა შედგა. ბლოგერის ინფორმაციით, იმ პერიოდში სემენჩენკო პოლონეთში “დონბასის” მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა. მონოვას ცნობით, სწორედ აქ შედგა შეთანხმება სააკაშვილ-სემენჩენკოს შორის იმის შესახებ, რომ ნოემბრის ბოლოს ის დონბასელების რამდენიმე ჯგუფს საქართველოში გაგზავნიდა.
“სააკაშვილმა მოლაპარაკებები გამართა სემენჩენკოსთან და სთხოვა მიეცა მისთვის გაწვრთნილი მებრძოლების რამდენიმე ჯგუფი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში სამუშაობდ. მიზეზად “ვიპ პერსონების” და უძრავი ქონების დაცვა დასახელდა. 30 ნოემბერს საქართველოში რამდენიმე ასეთი ჯგუფი გაიგზავნა. ამ დროისთვის, სემენჩენკო უკვე საქართველოში იმყოფებოდა, თუ სწორად ვიცი, 29 ნოემბრიდან. ჩასვლა ყველამ ვერ მოახერხა. რამდენიმე ჯგუფი საზღვრიდან გააბრუნეს და დაადეპორტეს. რამდენიმემ მოახერხა “გაძვრომა”. შემდეგ უფრო საინტერესოა. 2 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საელჩოს ცხელ ხაზზე ზარი შევიდა. მან, ვინც რეკავდა, თავი წარადგინა უკრაინის რადის დეპუტატის სემიონ სემენჩენკოს თანაშემწმედ და უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს აგენტად. ევგენი შევჩენკოც ცნობილი პირია. ზარის ავტორმა საელჩოს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეების გაუჩინარების შესახებ და სთხოვა ემოქმედათ. ამის შემდეგ კონსულმა პირადად დაურეკა სემენჩენკომ, რომელმაც თბილისში ყოფნა და მისი თანაშემწეების გაუჩინარება დაადასტურა. შემდეგ იყო ხმაური მედიასა და სოციალურ ქსელებში”, – წერს მონოვა.

წყარო: “იმედის ქრონიკა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები