არქეოლოგი: გორის სკვერში ნაპოვნი ძვლის ფრაგმენტები, ცხოველს ეკუთვნის

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის ცენტრალურ სკვერში სამართალდამცველებმა 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძვლის ფრაგმენტები ნაპოვნია, თუმცა ის არა ადამიანს, არამედ ცხოველს ეკუთვნის.
ადგილზე მისულმა ვახტანგ ლიჩელმა სამართალდამცველებს კონკრეტული რჩევები მისცა.
„ჩემი კონსულტაციები ეხებოდა იმას თუ მეთოდოლოგიურად რამდენად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები. ხომ არ არის შეცდომის დაშვების რაიმე ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან დეტალურად. ექსპერტები თავზე ადგანან ასე ვთქვათ, ყველა მუჭა მიწას. ჯერჯერობით ამოღებულია მხოლოდ ცხოველის ძვლის ფრაგმენტები“,- აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.
შეგახსენებთ, რომ გორის პარკში თითქმის ერთი თვეა 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ, სამუშაოები ამ წუთებშიც მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ჩატარება 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები