იაგო ხვიჩია: გვჭირდება რეალურად ის, რომ ბიძინას და მიშას ჩრდილიდან გამოვიდეთ

პარტია „გირჩის“თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ მესამე პოლიტიკური ძალაა. როგორც ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა.
„ჩვენ ვართ ეგეთი ძალა. ჩვენ ვართ 2 წლის პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდუბეში, თბილისის ცენტრში აიღო 7-8 %. ტენდენციების დანახვა შეგვიძლია აქედან გამომდინარე: ის, რომ ქვეყნის ყველაზე შეძლებულ ნაწილს, რომელიც ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი, შეუძლია ყოველგვარი კოორდინატორების, ფულის დახარჯვის გარეშე მესამე არჩევნად მიიჩნიოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახალგზრადაა, ახლა ეცნობა ამომრჩველს, არ აქვს ფინანსური საშუალებები, ნიშანია იმისა, რომ ჩვენ რაღაცებს სწორად ვაკეთებთ, ასევე ნიშანია იმისა, რომ ადამიანები მესამე პოლიტიკურ ძალას ეძებენ. ჩვენ გავქვს ამის ამბიცია. პროპორციული სისტემა გვჭირდება იმისთვის, რომ ხელი არ შეგვიშალონ.
ჩემი იდეაფიქსი არ არის ბიძინა ჩამოვაშოროთ ქვეყანას და ამის ნაცვლად მოვიდეს მიშა. ჩემთვის ეს უინტერესო პროცესი იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება რეალურად ის, რომ გამოვიდეთ ბიძინას და მიშას ჩრდილიდან. ადამიანების მიმართ ასეთი ტიპის დამოკიდებულებისგან გამოვიდეთ, ეს ყველასთვის კარგია, ამ ადამიანებისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან ბრძოლა. ჩვენი მიზანია, არასწორ მავნებლობებთან, ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაქვს, ზოგი სხვადასხვა ხელისუფლების დამსახურებით, ზოგი ჩვენი კომუნისტური წარსულის დამსახურებით, ზოგი ჩვენი განათლების პრობლემების გამო. არავის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები