ამირან სალუქვაძე: ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი, დაცულობის შეგრძნებაა

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოზიციები ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, 12 პუნქტით გაუმჯობესდა. მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც დაბალი საფრთხის შემცველია მიმზიდველია ყველა საქმისთვის.
​როგორც სალუქვაძემ განმარტა, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი, დაცულობის შეგრძნებაა.
“ნებისმიერ რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურება მნიშვნელოვანია. ეს იქნება ბიზნესის წარმოების, ეკონომიკის თუ სხვა რაიმის თვალსაზრისით. დაბალი საფრთხის შემცველი ქვეყანა მიმზიდველია ყველა საქმისთვის. რაც შეეხება ამ საკითხს, ტერორიზმის მხრივ, რომ საქართველო შეფასებულია, როგორც “ძალიან დაბალი” ტერორიზმის გავლენის მქონე ქვეყანა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია ტურიზმისთვის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დაცულობის შეგრძნებაა. გარდა ამისა, მხოლოდ ტურიზმი არ არის ის სფერო, რომელსაც ასეთი გარემო სჭირდება. ინვესტორებისთვის მშვიდობიანი გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად”, -აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა. 163 ქვეყანას შორის საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.
პირველ ექვს ადგილს იკავებს და, შესაბამისად, ტერორიზმის გავლენით შეფასებულია როგორც „ყველაზე მაღალი“: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი და სომალი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები