“გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრის ფორმატის შეთანხმების შემდეგ მივა”

“გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრის ფორმატის შეთანხმების შემდეგ მივა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრი პარლამენტში მაშინ გამოცხადდება, როცა დაიბარებენ.
„როგორც კი შეთანხმდება ფორმატი, დღე, სად მივდივართ, რომელ კომიტეტზე, ვისთან მივდივართ და ა.შ. მზად ვართ, პარლამენტში გამოვცხადდეთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები