ლევან იზორია საფრანგეთში ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ახალ კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს, საფრანგეთში ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრება.
მისი თქმით, უწყებისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.
„ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები