ლევან იზორია: გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, თანამდებობის დატოვებას გამოვრიცხავ

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, მისი შესაძლო თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გამორიცხულია.
როგორც მან განმარტა, მას სამომავლო გეგმებზე უწევს საუბარი, შესაბამისად, მისივე თქმით, ის დაკავებულ პოსტს არ ტოვებს.
„მე, დღეს, გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისათვის, დღეს თავდაცვის მინისტრი სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები