“შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ”, – თამარ ფოცხიშვილი ინაუგურაციის ღონისძიებაზე

ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული, უნდა იყოს იმ ფანტასტიკური, – ამის შესახებ მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიისთვის მუშაობას დღეიდან იწყებს.
“ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული, უნდა იყოს იმ ფანტასტიკური, სრულიად მაღალი სულიერების და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იქ, სადაც ერეკლე მეფის სასახლეა. აქ არის არაჩვეულებრივი პატარა ეკლესია და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც იმ ადგილს აქვს, არის ქართული სულისთვის დამახასიათებელი. ინაუგურაციის სტილი იქნება ადგილთან მისადაგებული. ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური, სადა ღონისძიება იქნება. ჩვენ ორგანულად უნდა მივუსადაგოთ იმ გარემოს. ღონისძიების ფერს გვკარნახობს საქართველოს დროშა, მაგრამ აქ უკვე გაჩნდება ევროკავშირის დროშებიც. ინაუგურაციის ნაწილია საქართველოს ეროვნული დროშა და გერბი. შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ. თუმცა, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს. რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები