ვენეციის კომისიის პრეზიდენტი: ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისი თქმით, კომისია ყოველთვის მზად იქნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში.
„გამიხარდა თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, იმ მიზეზით, რომ ბოლოჯერ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალოდ მოსახლეობის მიერ არჩევა. მახსოვს, ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით. იცოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები