საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება ირაკლი კორძაიას გამოკითხვას გეგმავს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას გამოკითხვას გეგმავს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში განახლებულია გამოძიება სისხლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს ირაკლი კორძაიას გამოკითხვას.
საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები