გრიგოლ ვაშაძე: კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არავინ აპირებდა ამ ღონისძიების ჩაშლას.
​მისი თქმით, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია, “მეორე ტურის გაყალბებას უკავშირდება”.
„ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ.
16 დეკემბერს აქცია იმასთან დაკავშირებით იქნება, რომ მეორე ტური გაყალბდა. ეს ისე ბინძურად გაყალბებული არჩევნებია, რომელიც საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა. თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ან ჩვენი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ყოველი მომდევნო განცხადება სულ უფრო მკაცრი და კრიტიკული იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები