ბასა ფოცხიშვილი: ინაუგურაციაზე, ევროპისა და საქართველოს თანხვედრა პროტოკოლის ნაწილი იქნება

ინაუგურაციის სავარაუდო რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის თქმით, საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დახვეწილი უნდა იყოს. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიებაზე გარკვეული წესია დასაცავი, თუმცა ევროპისა და საქართველოს თანხვედრა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
„გუშინ თელავში, ერეკლე მეორის სასახლე დავათვალიერეთ. თამარ ფოცხიშვილია ხოლმე ჩემი მხატვარი. ჩამოვყალიბდებით, ჯერ დეტალები არ ვიცით, პროექტიც არ გაგვიკეთებია, უბრალოდ ადგილი დავათვალიერეთ და გადავიღეთ. 15:00 საათზე მაქვს შეხვედრა და თუ დადასტურდა, რომ მე ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება. მთავარია, პიროვნება ძლიერი და საინტერესო ადამიანი იყოს. ასევე, იყოს კარგი პრეზიდენტი საქართველოსთვის. ინაუგურაციაზე გარკვეული წესებია დასაცავი. რადგან პირველი ქალი პრეზიდენტია, ვფიქრობ, განსაკუთრებულად დახვეწილი უნდა იყოს. ევროპისა და საქართველოს თანხვედრა იქნება პროტოკოლისა და დახვეწილობის ნაწილი. დეტალები უკვე მოგვიანებით მეცოდინება“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები