აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. თუმცა მათივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება.
„​მოხარული ვართ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომლებიც ამ არჩევნების დროს ვიხილეთ, თუმცა ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ აღასრულებენ ქართველები ახალ კონსტიტუციას. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები