ბათუმში 30 მაისს, პოლიციის დღე აღინიშნება
ბათუმში 30 მაისს, პოლიციის დღე აღინიშნება. საქართველოში პოლიციის დღე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 2010 წელს დაწესდა და 6 მაისს აღინიშნებოდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება გააუქმა და პოლიციის დღედ 30 მაისი გამოაცხადა.
ღონისძიებაზე დასასწრებლად მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.