აშშ-ში საბავშვო საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ამობრუნდა, არის მსხვერპლი

ამერიკის შტატ არკანზასში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც საბავშვო საფეხბურთო გუნდის ავტობუსი გადაბრუნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა 40 ადამიანი კი დაშავდა.
“40-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვნები, დაღუპულია ერთი ბავშვი”,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი შტატ ტექსასიდან ქალაქ მემფისში მიდიოდა. ის ტრასიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ამ დროისთვის ავტობუსის მძღოლს პოლიციაში კითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები