უცხოური მედია: საქართველოში დაკავებულებს შორის სემენჩენკოც არის და ის თბილისში “მაიდანის” გამეორებას აპირებდა

უკრაინის სოციალური პარტიის ლიდერი, ილია კივა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იური ბირიუკოვი სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში ლვოვის პარტია “სამოპომოშის” წევრები “დონბასის” ყოფილი ხელმძღვანელის, სემიონ სემენჩენკოს მეთაურობით საქართველოში “მეიდანის ექსპორტირებას” ცდილობენ.
პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი აცხადებს, რომ სემენჩენკომ უკრაინა საქართველოსთან სკანდალში გახვია, ამასთან ის, ბირიუკოვის თქმით, მოღალატე და პროვოკატორია.
“მე სხვადასხვა სახის კონტაქტები გამაჩნია. ისინი ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, სემენჩენკომ თავის ხალხს უღალატა და ბოლო მომენტში გაიქცა”, – წერს ბირიუკოვი სოციალურ ქსელში.
უკრაინის სოციალური პარტიის ლიდერი ილია კივა კი “СБУ “-სგან უკრაინასა და სხვა ქვეყნებში “სამოპომოშის” წევრების ქმედებებისა და დანაშაულებების შემოწმებას ითხოვს.
“ახლა სამოქალაქო დეპუტატი უცნობი მიმართულებით გაფრინდა. ამ აფერისტების გროვას, რომელიც უკრაინის პარლამენტში ზის, ყველაფერი უნდა მიეტევოთ? სად არის კოლექტიური პასუხისმგებლობა?”СБУ “-სგან მოვითხოვ “სამოპომოშის” პარტიის ქმედებების და დანაშაულებების შემოწმებას როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ! ასევე, მიზანშეწონილად მივიჩნევ, შემოწმდეს სამართლებრივად “24-ე არხის” დაფინანსების წყაროების, რომელიც ოლიგარქ სადოვოის ეკუთვნის”,- წერს კივა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
აღნიშნულს სემენჩენკო ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” დაწერა, რომ ის საქართველოში არ დაუკავებიათ.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვითომ ვინმემ სადმე დამაკავა, სიცრუეა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე საქართველოდან უცნობი მიმართულებით გავფრინდი, სიცრუეა. და მე არ მაქვს არავითარი დიპლომატიური იმუნიტეტი – აქ მე ჩვეულებრივი უცხოელი ვარ”, – წერს სემენჩენკო.
თბილისში, რამდენიმე დღის წინ, ორ სასტუმროში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შდეგადაც უკრაინის 6 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოიღეს “მაკაროვისა” და “ბერეტას” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები