მერაბ ქვარაია ზუგდიდის მოსახლეობას: ჩვენ ვიქნებით თქვენ გვედით, მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება

„ ადგილობრივი თვითმმართველობა და სამთავრობო სტრუქტურები უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“, – აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
მისივე თქმით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი. პარლამენტის წევრმა მოსახლეობასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულს.
” სამწუხაროდ სტიქიამ ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა მოსახლეობა. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს და შესაბამისად, არცერთი დაზარალებული უყურადღებოდ არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვიქნებით თქვენ გვედით, მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება. საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 595 90 11 15 ; 599 72 84 74

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები