საქართველოს კონსულმა ოდესაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ოდესაში საქართველოს კონსულმა, თორნიკე ბერეკაშვილმა ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის გახსნის ფარგლებში, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის, “აღსარების” პრემიერა გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ახალი ქართული კინოფესტივალის პროგრამა 30 ნოემბრამდე ქ. ოდესის კინოთეატრ “პლანეტა კინოში“ გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება გაიმართა. ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების – “გეორგიას” ორგანიზებით, უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების და საქართველოს კინემატოგრაფიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები