კრისტიან ვიგენინი: ვიმედოვნებ, მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ერის ერთობა შეინარჩუნოს

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კრისტიან ვიგენინი იმედოვნებს, რომ მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ერის ერთობა იყოს შენარჩუნებული.
როგორც მან აღნიშნა, საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს.
„ახლა დროა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებაში წამოჭრილი შეშფოთებები ხელისუფლებამ გადავადების გარეშე გადაჭრას. მჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.
ვიმედოვნებ, ახლა, დაძაბული კამპანიისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის თვეების შემდეგ, ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერის ერთობა უზრუნველყოს“, – აღნიშნა კრისტიან ვიგენინიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები