თავდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობასთან“ დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რიკე ისჰოიმ მოაწერეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის, გავრცელების, განვითარების ხელშეწყობა და განხორციელება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ მიზნით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გავრცელებასა და ინტეგრირებას უზრუნველყოფს. მემორანდუმის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის პროცესს დააჩქარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები