ნიუ-იორკის აეროპორტში ლაინერი ტრამპის თვითმფრინავს შეეჯახა
ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კერძო თვითმფრინავი ლა-გუარდიას აეროპორტში სხვა თვითმფრინავს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ასოშიეიტედ პრესი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, Bombardier Global Express-ის თვითმფრინავი პარკირების ადგილზე მანევრის შესრულების დროს გაჩერებულ Boeing 757-ის ფრთას გამოედო, რომელსაც დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას გადაადგილების დროს იყენებდა. კომპანია Trump Organization-მა დაადასტურა ინფორმაცია მომხდარის შესახებ და დაამატა, რომ თვითმფრინავი პარკირების ადგილას იყო გაჩერებული და არ მოიხმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bombardier Global Express-ის თვითმფრინავზე ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.