ამ დროის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59.57 % აქვს, ვაშაძეს კი, 40.43 %

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.57 % მიიღო, რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, მას ხმების 40.43 % აქვს.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა 1099184 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 746146 ხმა მიიღო. ამ დროისთვის, უბნების 95.14% უკვე დაითვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები