არ ვაპირებ რამე დავთმო- გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს
“ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს საკუთარი ხმების დაცვისკემ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თოთოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე რეგიონში ლიდერობს.
“იმ უკიდურესად მძიმე საარჩევნო გარემოში, რომელშიც მიმდინარეობდა მეორე ტური, ვფიქრობ, საინტერესო შედეგები გველოდება წინ. ჩვენ ვითვლით ხმებს. არ ვაპირებ რამე დავთმო. ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე განცხადებებს მოგვიანებით გავაკეთებთ,-განაცხადა ვაშაძემ.