სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მომავალში მათი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჟურნალისტებს. ვიცი რომ ყოველთვის არ გიპასუხეთ ყველა თქვენს კითხვაზე, ზოგჯერ ასე იყო საჭირო. მომავალში გვექნება ძალიან კარგი თანამშრომლობა. დღეს კი მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 55% აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 45%. რაც შეეხება „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კი 58%.