მდინარაძე სააკაშვილზე: მისი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი

„მისი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი, მისი მიზანია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, ეს არის წარსული“, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო, როგორც დღეს ასევე მრავალჯერ ეტყვის უარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. „როდესაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვსაუბრობდით არეულობაზე, ამას აქილიკებდნენ მისი ტელევიზიიდან, ამას აქილიკებდნენ მისი პარტ-აქტივის რიგებიდან, დღეს მან დაუსრულებელ არჩევნებზე ვერ მოითმინა და დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეების და კვირეების განმავლობაში ვამბობდით. მისი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი, მისი მიზანია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, ეს არის წარსული. საქართველო, როგორც დღეს ასევე მრავალჯერ ეტყვის უარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ვცემთ პატივს განსხვავებულ აზრს, ნებისმიერი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, ვისაც არ უნდა უჭერდეს მხარს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ რომ ამ გაგიჟებული კაცის რევანშისტულ ზრახვებზე ისინი არ წამოეგებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერით საზოგადოებას მოუწოდა, რომ საპროტესტო აქციებით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები