ეკა ბესელია: ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას და მოცემულობას, რომელიც გვკარნახობს, რომ ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი სიახლოვე, მეტი კომუნიკაცია
ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას და მოცემულობას, რომელიც გვკარნახობს, რომ ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი სიახლოვე, მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა, სწრაფი გადაწყვეტილებები და მეტად ყურის დაგდება იმ წუხილებისადმი, რაც მათ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ არჩევნების მეორე ტურის დასრულებისას განაცხადა.
ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულად შეაფასა და ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების გამო მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა განსაკუთრებული სიბრძნე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აზროვნება და კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
ხალხში არის მთავარი ძალა, იმიტომ რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა ის რეალობა, ის აუცილებლობა, ის გარდაუვალი და პრონციპული არჩევანის აუცილებლობა, რამაც განაპირობა ეს შედეგი. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის ძალიან დიდ მანდატს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი ენერგიით და მზაობით შევხვდეთ ამ გადმოდგმულ ნაბიჯს ხალხისას.
ეს იყო არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა ხალხმა სწორედ სახელმწიფოს სიმშვიდისთვის, გარანტირებული თავისუფლებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას და მოცემულობას, რომელიც გვკარნახობს რომ ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი სიახლოვე, მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა, სწრაფი გადაწყვეტილებები და მეტად ყურის დაგდება იმ წუხილებისადმი რაც მათ აქვთ.
ეს არის ძალიან პირდაპირი გზავნილი, რაც მივიღეთ ჩვენ და პოლიტიკოსები, რომლებიც საპასუხისმგებლო პოზიციებზე ვართ მივიღეთ გზავნილი, რომ ხალხთან არის საჭირო მუდმივი დიალოგი იმისთვის, რომ მათი წუხილი, რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. მთლიანობაში ეს საარჩევნო პროცესი იმის მიუხედავად, რომ იყო მაღალი ემოციური დონე, დაძაბული და რთული კამპანია და ძალიან დიდი აგრესია ოპონენტების მხრიდან იყო შემოთავაზებული ისეთი მეთოდები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ უკუვაგდეთ 2012 წლის შემდეგ, ამიტომ საარჩევნო ფონი მომატებული ემოციურობით გამოირჩეოდა.
იყო ცალკეული ფაქტები, რომელზეც რეაგირება სწრაფად მოხდა და ამ ფაქტზებზე იქნება შესაბამისი სამართლებრივი პასუხები. არჩევნებმა ჩაიარა დემოკრატიულად. მეორე ტური იქნება ისტორიული, როდესაც გამოჩნდა კარგად რას ნიშნავს საზოგადოების აქტივობა”, – განაცხადა დეპუტატმა.