მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი თქვენს წინაშე ძალიან მალე წარსდგება
„მე მგონია რომ ძალიან მალე წარსდგება თქვენ წინაშე“, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მე მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან მალე წარსდგება თქვენს წინაშე. მე მგონია რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკოს შედეგებს. მე მოვუწოდებ აქტივისტებს ჩვენი რიგებიდან და მინდა ვუთხრა მათ, რომ ხმები არის დასაცავი, ხედავთ რომ „ნაცმოძრაობა“ არაა გამორიცხული პროვოკაციებზე წავიდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 55% აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 45%.
რაც შეეხება „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კი 58%.