მაია ცქიტიშვილი: ეს არის ლოგიკური არჩევანი და ლოგიკური შედეგები

„ეს არის ლოგიკური არჩევანი და ლოგიკური შედეგები“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის და ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას ვინც საარჩევნო პროცესში იყო ჩართული მადლობა გადაუხადა.
მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება.
„რაც შეეხება ეგიზიტპოლს, შედგები არის სასიამოვნო, თუმცა, საარჩვენო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და ხმების თვლის პროცედურები მალე დაიწყება. ჩვენთვის მნიშენლოვანია, რომ დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მნიშნელოვანია ასევე, რომ ამომრჩეველმა თავისი ნება დააფიქსირა. ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ამომრჩეველმა ნამდვილად დააფიქსირა, რომ მისცა ხმა ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულობას. ეს არის ლოგიკური არჩევანი და ლოგიკური შედეგები. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი საზოგადოება ერთიანდება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები