ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 47,31% შეადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მონაცემები გამოქვეყნა, ამომრჩევლების რაოდენობამ 47,31% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა – 58%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 37% წალკის საარჩევნო ოლქში.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, შესაბამისად, მოვუწოდებთ იაქტიურონ, ვინაიდან, თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია”, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.