“გვინდა, მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს მუშაობენ, არჩევნებზე მისვლის შესაძლებლობა მისცენ”

“გვინდა, მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, შესაძლებლობა მისცენ, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.
“მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამ ეტაპისთვის, საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი სპეკულაცია, არჩევნების დღესთან დაკავშირებით და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი,  ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას. 12 საათის ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩევლის 19.6 % არის გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ ხმა. ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, რომ მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები