“ჟურნალისტებისგან ვისმენთ, რომ აქვთ კადრი, თუ როგორ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა და ვუყურებთ კადრებს, როცა ერთი ადამიანი მეორეს ესაუბრება”

“ხმის ფარულობა არის ისეთი სიკეთე, რომელიც დაცულია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე კონსტიტუციით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევებს ეხებოდა.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება.
„ხმის ფარულობა არის ისეთი სიკეთე, რომელიც დაცულია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე, კონსტიტუციით. სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც ამ მიმართულებით დარღვევა ხდება. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება იქნება, თუმცა ჩვენ ჟურნალისტებისგან ვისმენთ, რომ აქვთ კადრი, თუ როგორ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა და ვუყურებთ კადრებს, როცა ერთი ადამიანი მეორეს ესაუბრება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები