ლევან დავითაშვილი: გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„მე გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება. ხმა მივეცი ჩვენი ერისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შესაძლებლობებს და იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის წარსული იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.