“არავინ არ გაუძევებიათ” – გიორგი ვაშაძის ბრალდება სიცრუე აღმოჩნდა

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დიდუბეში, 29-ე უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევა, არ დასტურდება.
როგორც “კვირას” დიდუბის №8 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიკა ავალიშვილმა განუცხადა, ადგილი ჰქონდა მცირე გაუგებრობას, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და დამკვირვებელმა საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.
“ეს არის მცდარი ინფორმაცია. არავინ არ გაუძევებიათ, უბრალოდ, მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, დამკვირვებელს თან არ ახლდა თარჯიმანი და ამან გამოიწვია მცირე გაუგებრობა, ეს იყო და ეს, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა”, -განუცხადა “კვირას” დიდუბის №8 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდუბეში, 29-ე უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები