“დაფიქსირდა ფაქტი, რომ უბანზე მოდიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი”

სადამკვირვებლო ორგანიზაციის – “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის, ხათუნა არველაძის განცხადებით, ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბანზე კანონდარღვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, უბანზე მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მანდარინი აქვთ ნაჭამი და მარკირებულები არ არიან.
“დაფიქსირდა ფაქტი, რომ უბანზე მოდიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი, მანდარინის ლაქა სულ სხვა არის, ეს ადამიანები აშკარად არიან მარკირებული, რაც დიდი დარღვევა და დანაშაულია. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ ფაქტებს, ეს არის მასობრივი ხასიათის. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა უბნიდანაც.
​საეჭვოა, რომ დილიდან მანდარინი ჭამეს, თან არჩევნების დღეს და თან ამდენმა ადამიანმა”, – განაცხადა ხათუნა არველაძემ.
119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაუმაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უბანზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა, რომელსაც მანდარინი ჰქონდა ნაჭამი და ხელის დაბანის შემდეგ, ლაქები აღარ აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები