სოფელ ზ/ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს სოფელ ზ/ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
,,პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი დაიგება 2 (#2 , #3) მონაკვეთზე. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. სულ დაიგება 1463 მეტრი სიგრძის გზის საფარი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები #3 მონაკვეთზე.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023“,- წერია ინფორმაციაში.