ბრიტანეთის ელჩი: არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს

არჩევნების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მარნეულში განაცხადა.
ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დაუმა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, მარნეულში იმყოფებიან.
ჯასტინ მაკკენზი დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის.
„მე და ჩემი კოლეგები, დიდი ინტერესით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში. მოხარული ვართ, მარნეულში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე.
მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო. ახლა არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები