საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ღამის 12 საათამდე გაგრძელდება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 00:00 საათამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
როგორც ცესკოში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზანია „ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“.
რაც შეეხება ავღანეთს – იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, 26 ნოემბერს კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღეს. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკო-ში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში პრეზიდენტობის 2 კანდიდატი მონაწილეობს –  №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
28 ნოემბრის არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები