“ძველი გვარდიის” წევრები: ქვეყნის განვითარება სისხლიან, ძალადობრივ რეჟიმთან ერთად წარმოუდგენელია

„ქართული ოცნების“ “ძველი ახალგაზრდული გვარდიის” წევრები ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ თეონა ბროლაძემ და გიორგი ზაალიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ქართველი ერი ისევ აკეთებს არჩევანს „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის. ჩვენი ამოცანა 6 წლის წინაც იგივე იყო და დღესაც იგივეა. მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენს თანამემამულეებს, „ქართული ოცნების“ “ძველ გვარდიას”, რომლებიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გმირულად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის, დაუდგნენ მხარში სალომე ზურაბიშვილს. ყველა მივიდეს არჩევნებზე და ეს არაჯანმრთელი ძალა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ. გადამწყვეტი მომენტია და აუცილებლად უნდა დადგეს ის დღე, როცა საქართველო იქნება ნაციონალების გარეშე”, – განაცხდა ბროლაძემ.
გიორგი ზაალიშვილის თქმით, ქვეყნის განვითარება ძალადობრივ რეჟიმთან ერთად წარმოუდგენელია.
„იმედი მაქვს ქართველი ერი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისეთს რომელიც დადებით შედეგს მოიტანს არამარტო თითოეული მათგანისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარება სისხლიან, ძალადობრივ რეჟიმთან ერთად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ზაალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები