ევროპის სოციალისტური პარტია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) პარტნიორ პარტიას „ქართულ ოცნებას“, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორცელდა.

„სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში. საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის, რომელიც ოთხშბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის იბრძოლებს უფრო სამართლიანი საქართველოსათვის ხვალინდელ არჩევნებზე“,-ამბობს ევროპის სოციალისტური პარიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.

წყარო: pes.eu

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები