მამუკა მდინარაძე: სპეკულაციაა, როდესაც რეფორმას არქმევ მოსყიდვას

„ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ჩვენ ამ პრობლემას გადავწყვეტდით. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებული არ იყო არჩევნებთან, რეფორმა უნდა გატარდეს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად სულ არჩევნებია, მაშინ ხელისუფლებას პოზიტიური რეფორმების გატარებისგან თავშეკავება ყოველწლიურად მოუწევს.
„რაც შეეხება ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას, ამომრჩევლის ნებაზე მოახდენს გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება, რაც კი ხელისუფლებას გაუკეთებია 2012 წლიდან მოყოლებული. ნებისმიერთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მეტია გაკეთებული „ქართული ოცნების” მიერ 6 წელიწადში, ვიდრე, წინა ხელისუფლების მიერ 9 წელიწადში. რაც შეეხება მოსყიდვას, ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, როდესაც რეფორმას არქმევ მოსყიდვას.
უამრავი რეფორმა მიმდინარეობს და ჩატარებულა საქართველოში, სადაც თანაბრად მონაწილეობდა, როგორც კერძო სექტორი, ასევე ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეითავსა მედიატორის, ორგანიზატორის როლი და რომ არა მის მიერ დაანონსებული რეფორმა, შეუძლებელი იყო ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს”, რომელმაც არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, 1995 წლიდან მოყოლებული, ქველმოქმედებაზე ამ ქვეყანაში დახარჯა 3 მილიარდ დოლარზე მეტი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები