გია აბაშიძე: სამინისტროდან ადვილად ვერ წამოვიდოდა, თუ არა გაუთქმელობის ხელწერილები

გრიგოლ ვაშაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ადვილად ვერ წამოვიდოდა, თუ არა გაუთქმელობის ხელწერილები და ხელშეკრულებები, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ღიმილისმომგვრელია, როცა ვაშაძე და მისი პიარტექნოლოგები პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აბრალებენ რუსეთუმეობას.
„ის არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული კულტურის ნაწილია. ყოფილი აგენტები არ არსებობენ. ბუნებრივია, ასეთი საიდუმლო განყოფილებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ადვილად ვერ წამოვიდოდა, თუ არა გაუთქმელობის ხელწერილები და ხელშეკრულებები. საგულისხმოა, რომ მისი პიარტექნოლოგი შკრიალოვი, გასული წლის ინტერვიუში ამბობს, მიუხედავად ჩემი ბელარუსული პასპორტისა, ამერიკული კავშირებისა, მე რუსული კულტურის ნაწილი ვარო. რა საინტერესოა – კლიენტი და პიარტექნოლოგი, ერთი და იმავეს, რუსულ კულტურას მიაკუთვნებენ თავს. ვერ ელევა ამას ეს კაცი, პასპორტსაც ვერ შეელია. 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას და მოადგილეობისას, როცა მას რუსული პასპორტი ჰქონდა, რომელი ქვეყნის ინტერესებს ატარებდა რუსეთისას თუ საქართველოსას? ესეც ძალიან საინტერესოა. ეს 1 წლის შემდეგ დაათმობინა რუსეთის ხელისუფლებამ. ნუ დაგვავიწყდება უმთავრესი მისი ბიოგრაფიიდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი, რომელიც არის სამჭედლო საბჭოთა „კაგებესი“, ამას ამბობს უკვე ათწლეულებია დასავლური მედია. ეს აქვს დამთავრებული მას და ასევე საბჭოთა დიპლომატიური აკადემია. როგორ ჰგონია ვინმეს, რომ ასე ლამაზად გადავიდოდა ბიზნესსექტორში და იმოგზაურებდა მაშინდელ „კაპიტალისტურ“ ქვეყნებში? ბევრ შეკითხვას და ეჭვს ბადებს. ღიმილისმომგვრელია, როცა ის, მისი „შტაბკვარტირა“ და პიარტექონოლოგები სხვას აბრალებენ რუსეთუმეობას“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები