დავით კიკვიძე: Fitch-ის შეფასება ქვეყნისთვის სტატუსის აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

“Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის”,- ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის” განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია“,-აცხადებს დავით კიკვიძე.
სარეიტინგო სააგენტო FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები